პირველ რიგში, გირჩევთ, რომ სწორი კითხვების დასმაში მეტი ივარჯიშოთ, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტს, რომელმაც მას მიმართა კითხვით, თუ ვინ აგებს პასუხს სააკაშვილის სუიციდისთვის, მოგვიანებით კი დააკონკრეტა და იკითხა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი მოკვდებოდა.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო არიან პასუხისმგებლები ყველა პატიმრის დახმარებაზე და სააკაშვილი ამ მხრივ არ იქნება პრივილეგირებული.
"პირველ რიგში, გირჩევთ, რომ სწორი კითხვების დასმაში მეტი ივარჯიშოთ. მეორე, პენიტენციური სისტემა და იუსტიციის სამინისტრო არის ყველა პატიმრის დახმარებაზე პასუხისმგებელი და სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული და არ იქნება პრივილეგირებული. კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული და მას პატივი უნდა სცეს ყველა ჩვენგანმა, ყველა ადამიანმა და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.