ავტორი:

ვაზისუბანში სიტუაცია დაიძაბა - ნიკა მელიას კომენტარის დროს მოქალაქემ თავში ჩაარტყა

ვაზისუბანში სიტუაცია დაიძაბა - ნიკა მელიას კომენტარის დროს მოქალაქემ თავში ჩაარტყა

თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნიკა მელია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მას მოქალაქემ ზურგიდან ჩაარტყა. აღნიშნულს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

ადგილზე ხმაური გამოიწვია იმან, რომ ვაზისუბანში, #62-ე საარჩევნო უბანზე ელოექტროენერგია გაითიშა. ადგილზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი, ნიკა მელია. მასთან მიახლოებას რამდენიმე ადამიანი ცდილობდა, იყო სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა პოლიციამ ისინი ვითარებას განარიდა. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საარჩევნო დივერსია. მისი თქმით, შუქს აქრობენ, რადგან ხელისუფლება ბევრ უბანს აგებს.

„ძალიან მშვიდად ვიყოთ, არ ავყვეთ ამათ დაპირისპირებაში. ჩვენ არ ავყევით მათ დაპირისპირებაში და ზიზღის, მტრობის ფრქვევაში. შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ მარცხდება. პარალელურად ხდება ვითომ მოძველბიჭო ელემენტების მობილიზაცია საარჩევნო უბნებთან, სადაც შუქს აქრობენ. გაიგეთ „კანონიერო ქურდებო“, ვითომ ძველო ბიჭებო, თქვენ ვერ იქნებით დომინანტები ამ ქალაქში. ამ ქალაქის მომავალი არის მრავალფეროვანი კოალიციური მართველობა, სადაც თქვენ თქვენი ადგილი გექნებათ, მაგრამ ვერ იქნებით იმ მდგომარეობაში, რომ ხალხი დაჩაგროთ“,-განაცხადა მელიამ.