დღეს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. "იმედის" დაკვეთით "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, თბილისში კახა კალაძე იმარჯვებს 57, 2%-ით, ნიკა მელიას 42,8%-იანი მხარდაჭერა აქვს.
შეგახსენებთ, დღეს 64-დან 20 მუნიციპალიტეტში, მათგან 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერს ირჩევდნენ, ხოლო 24-ში საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს. საკრებულოების დეპუტატთა ასარჩევად მეორე ტური საერთო ჯამში, 42 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.