"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია არჩევნების მეორე ტურს 20-ვე მუნიციპალიტეტში იგებს. ამის შესახებ კობახიძემ "ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
"19:00 საათის მონაცემების თანახმად, ვიგებთ არჩევნებს 20-ვე მუნიციპალიტეტში, თუმცა დაახლოებით 45 წუთი რჩება და ყველა ამომრჩეველს მოვუწოდებთ, მაქსიმალური აქტიურობისკენ.
საჭიროა გამარჯვების ბოლომდე მიყვანა, ამისთვის თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან შეაფასა ვაზისუბანში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და განაცხადა: "სადაც ნიკა მელიაა, იქ პროვოკაციაა".