ავტორი:

"ადამიანურად რთულია, როცა მოკრიმინალო ელემენტი პირდაპირ ეთერში სახეში გარტყამს, მაგრამ იძულებული ხარ მოითმინო" - ნიკა მელია

"ადამიანურად რთულია, როცა მოკრიმინალო ელემენტი პირდაპირ ეთერში სახეში გარტყამს, მაგრამ იძულებული ხარ მოითმინო" - ნიკა მელია

ადამიანურად ძალიან რთულია, როდესაც მოკრიმინალო ელემენტი ხელს გიქნევს და პირდაპირ ეთერში სახეში გარტყამს. იძულებული ხარ მოითმინო, რადგან პასუხისმგებლობა გვაქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ოპოზიციის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მელია განმარტავს, მისი მთავარი ვნებაა, კანონიერი ქურდების და კრიმინალების დამარცხება.

"ჩვენი ამოცანა და ვნება არ არის ჩართულები ვიყოთ იმ პროცესში, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, ეს არის დაპირისპირება და ზიზღი. ჩემთვის ადამიანურად ძალიან რთულია, როდესაც მოკრიმინალო ელემენტი ხელს გიქნევს და პირდაპირ ეთერში სახეში გარტყამს, მაგრამ იძულებული ხარ მოითმინო, რადგან პასუხისმგებლობა გვაქვს. არ დაგიმალავთ, წლების წინ, ამ ყველაფრის მოთმენა ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ახლა სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს. ჩვენი მთავარი ვნება არის საქმის კეთება, ჩვენი მთავარი ვნებაა რეფორმების გატარება. ჩემი პირადი მთავარი ვნებაა კანონიერი ქურდების და კრიმინალების დამარცხება",- აღნიშნა მელიამ.

ცნობისთვის, თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნიკა მელია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მას მოქალაქემ ზურგიდან ჩაარტყა. აღნიშნულს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.