ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, 14 თვითმმართველ თემში "ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთ თემში - წალენჯიხაში, "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.
ცესკოს მონაცემებით, ყველა თვითმმართველი თემის ყველა უბანი დათვლილია და წინასწარი მონაცემები ასე ნაწილდება:
თელავში 55-ვე უბანის დათვლის შედეგად "ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა გაიმარჯვა - 56,899%-ით, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის“, კანდიდატს გიორგი ბოტკოველს - 43,101% აქვს.
ასევე დათვლილია თიანეთში 21-ვე საარჩევნო უბანი. აქ "ქართული ოცნების“ კანდიდატს ლევან წიკლაურს - 54,826% აქვს, ხოლო "თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველოსთის“ კანდიდატს - თამაზ მეჭიაურს - 45,174%.
ქარელშიც 40-ვე უბანია დათვლილი. აქ "ქართული ოცნების“ კანდიდატს ზაზა გულიაშვილს 56,73%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკოლოზ ახალკაცს 43,26% აქვს.
ხაშურში 53-ვე საარჩევნო უბანია დათვლილი და "ქართული ოცნების“ კანდიდატს თენგიზ ჩიტიაშვილს 59,82% აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაბის“ კანდიდატს იოსებ ბუაძეს 40,918%.
ასეევე სრულად არის დათვლილი ცაგერში 42-ვე საარჩევნო უბანი. აქაც "ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ნემსაძე ლიდერობს - 62,873%-ით, ხოლო მის კონკურენტს "გახარია - საქართველოსთის“ პარტიის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს - 37,127% აქვს.
ბაღდათში 31 უბნიდან დათვლილია ყველა - "ქართული ოქნების“ კანდიდატს კახა ენუქიძეს 60, 693%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი რობაქიძეს 39,307%.
წყალტუბოშიც (69 უბანი) "ქართული ოცნების“ კანდიდატმა გენადი ბალანჩივაძემ გაიმარჯვა 57,167%-ით, ხოლო მის კონკურენტს "ნაციონალური მოძრაობიდან“, ზაზა მეტრეველს 42,833% აქვს.
ოზურგეთში 63 -ივე უბნის მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა - "ქართული ოცნების კანდიდატმა“ ავთანდილ თალაკვაძეს ხმა 55,409%-მა ხოლო კონსტანტინე შარაშენიძეს 44.591%-მა მისცა.
სენაკში სრულად დათვლილია 44 უბანი და შედეგად "ქართული ოცნების“ კანდიდატს, ვახტანგ გადელიას 53,078%, ხოლო ხოლო "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, კობა ნაყოფიას - 46,922% აქვს.
მარტვილში 40 -ვე უბნის დათვლის შედეგად, "ქართული ოცნების“ კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას 51,845% აქვს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს თეიმურაზ ჯანაშიას 48,155%.
ხობში (33 უბანი) "ქართული ოცნების კანდიდატს დავით ბუკიას 56,78% აქვს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ბესიკ შენგელიას 43,22%.
ზუგდიდში 109-ვე უბანი დათვლილია და აქაც"ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ გაიმარჯვა. პირველადი მონაცემებით, წოწერიას 51,63% აქვს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს - ანზორ მელიას 48,36%.
წალენჯიხაში ყველა უბნის მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ მმართველი გუნდის კანდიდატს მოუგო. ეს ერთადერთი თვითმმართველი თემია, სადაც ოპოზიციის კანდიდატ იმარჯვებს, რაც შეეხება კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებლებს, ის შემდეგნაირად გადანაწილდა - გიორგი ხარჩილავას 51.107% აქვს, ხოლო "ქართული ოცნების“ კანდიდატს, გოგა გულორდავას 48,893%.
ჩხოროწყუში (28 უბანი) "ქართული ოცნების“ კანდიდატმა დათო გოგუამ ხმების 50,88%, "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბადრი ქარჩავამ - 49,11% მიიღო.
ხელვაჩაურშიც (47 უბანი) "ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ გაიმარჯვა, მას 55,007%-ით, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მიშა ბოლქვაძეს 44,993% აქვს.