ავტორი:

"დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით" - თეა წულუკიანი

"დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით" - თეა წულუკიანი

კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დამარცხებულ პოლიტიკოსებს ურჩია, დაიძინონ და დაისვენონ.

"წინ კვირა დღეა. დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით.

რაც შეეხებათ ოცნების კანდიდატებს, ყველა გამარჯვებულს ვულოცავ, ვისთვისაც ხმების დათვლა დასრულდა, ან ბოლო ეტაპს უახლოვდება. წინ ბევრი საქმეა!

იმედების გამართლებას გისურვებთ!" - წერს თეა წულუკიანი.

ცნობისთვის, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ გაიმარჯვა, ასევე, ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს თვითმმართველ ქალაქებში - ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ფოთში, ამასთაბ, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს 14 თვითმმართველ თემში, ხოლო ერთ თემში - წალენჯიხაში, "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.