ავტორი:

"ჰალინა რეჟისორ ჯოელთან ერთად სადილზე დავპატიჟე..." - ალეკ ბოლდუინის პირველი საჯარო კომენტარი გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ

"ჰალინა რეჟისორ ჯოელთან ერთად სადილზე დავპატიჟე..." - ალეკ ბოლდუინის პირველი საჯარო კომენტარი გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ

ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით პირველ საჯარო კომენტარს აკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC აქვეყნებს.

ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად გარდაცვლილ ოპერატორ ქალზე თქვა, რომ ის მისი მეგობარი იყო.

"იმ დღეს, როდესაც სანტა ფეში ჩამოვედი და გადაღებები დავიწყეთ, ჰალინა რეჟისორ ჯოელთან ერთად სადილზე დავპატიჟე“, - აღნიშნა ბოლდუინმა. მისი თქმით, მათ ძალიან კარგად კოორდინირებული გუნდი ჰქონდათ.

"ერთად ვიღებდით ფილმს და შემდეგ ეს საშინელება მოხდა“, - იხსენებს მსახიობი.

ჰოლივუდის მსახიობის განცხადებით, სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კომენტარის გაკეთება ეკრძალება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა იარაღიდან, რომელშიც ფუჭი ვაზნები უნდა ყოფილიყო. ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის, Rust-ის გადაღების მოედანზე მოხდა. ალეკ ბოლდუინს იარაღი რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო.

სანტა ფეს ოლქის შერიფის განცხადებით, სისხლის სამართლის ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ, თუმცა მომავალში ეს გამორიცხული არაა. მათივე თქმით, იარაღი, საიდანაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, გულმოდგინედ შემოწმებული არ იყო.