ავტორი:

ტონგაში, პანდემიის დაწყების შემდეგ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა - რომელ ქვეყნებში არ დასტურდება ოფიციალურად Covid-19

ტონგაში, პანდემიის დაწყების შემდეგ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა - რომელ ქვეყნებში არ დასტურდება ოფიციალურად Covid-19

ტონგაში, პანდემიის დაწყების შემდეგ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდი დაუდასტურდა სრულად ვაქცინირებულ პირს, რომელიც ქვეყანაში ახალი ზელანდიიდან ჩავიდა.

ტონგას პრემიერ მინისტრმა, პოჰივა ტუიონეტოამ, კუნძულ ტონგატაპუზე მცხოვრებნი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შესაძლოა მომავალი კვირიდან კუნძული ჩაკეტონ.

ტონგა, ამ დრომდე, იყო ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, რომელშიც ვირუსის არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული.

მას შემდეგ, რაც ტონგაში ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყნაში იმუნიზაციის პროცესი განსაკუთრებულად გააქტიურდა. მოსახლეობა ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად აიცრას. ამ ეტაპზე ტონგას მოსახლეობის მხოლოდ მესამედია სრულად ვაქცინირებული.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 246 მილიონზე მეტი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 5 მილიონს გადააჭარბა.

ვირუსი ჯერ არ გავრცელებულა წყნარი ოკეანის ზოგიერთ კუნძულოვან ქვეყანაში, მაგალითად ტუვალუში.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი ჯერ არ გამოვლენილა ჩრდილოეთ კორეასა და თურქმენეთში, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უბრალოდ მალავენ ვირუსის არსებობას.