ავტორი:

"გუშინ ბრძოლა არათუ დასრულდა, არამედ დაიწყო“ - ნიკა მელიამ  საკუთარ მხარდამჭერებს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა

"გუშინ ბრძოლა არათუ დასრულდა, არამედ დაიწყო“ - ნიკა მელიამ  საკუთარ მხარდამჭერებს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა

"ეს იყო ტოტალური ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნები“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა

მელიამ საკუთარ ამომრჩვეელს მხადაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დღეს, საღამოს 7 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებისაკენ მოუწოდა.

"გუშინ ბრძოლა არ დასრულებაულა, არამედ დაიწყო. საქართველოს არცერთი მოქალაქე არ აპირებს ამ ყველაფერთან შეგუებას. ვაპირებთ მშვიდობიან ბრძოლას.

დღეს, საღამოს, შვიდ საათზე, გელოდებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე! არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფამიყენებული გზით მოპარული არჩვენები ვინმეს შერჩება.“ - განაცხადა მელიამ