ავტორი:

მილიარდერთა წვეულება 50 სტუმრით -  "მომსახურე პერსონალს მობილურით სარგებლობა აუკრძალეს" - როგორ აღნიშნა ბილ გეითსმა დაბადების დღე თურქეთში

მილიარდერთა წვეულება 50 სტუმრით -  "მომსახურე პერსონალს მობილურით სარგებლობა აუკრძალეს" - როგორ აღნიშნა ბილ გეითსმა დაბადების დღე თურქეთში

მილიარდერმა ბილ გეითსმა დაბადების დღე თურქეთში აღნიშნა. "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი 66 წლის გახდა. წვეულებაზე 50 სტუმარი იყო მიწვეული.

გეითსმა სტუმრები საკუთარი იახტიდან კერძო ვერტმფრენებით, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე იზოლირებულ კუნძულ ფეთჰიეზე მიიყვანა,

იახტა, სახელად "ლანა“ კვირაში 200-მილიონად ქირავდება და აღჭურვილია სპორტდარბაზით, ჯაკუზით და საცურაო აუზით. იახტიდან კუნძულზე გადაფრენის შემდეგ, მილიარდერმა სტუმრებს ზღვის პროდუქტებით, სუშით, პიცითა და შამპანურით უმასპინძლა.

წვეულება 4 საათი გაგრძელდა და იმისათვის, რომ სტუმრების პირადი სივრცე დაცული ყოფილიყო, კუნძულზე მომსახურე პერსონალს მობილური ტელეფონით სარგებლობა აეკრძალა.

მიწვეულ სტუმრებს შორის იყო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და "ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელიც წვეულების დასრულების შემდეგ, საკუთარ იახტაზე "Flying Fox”-ზე გადაფრინდა.

აღსანიშნავია, რომ ბილ გეითსმა მელინდა გეითსთან 27-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მის გარეშე პირველად გადაიხადა დაბადების დღე. მელინდასთან მილიარდელ ბიზნესმენს 3 შვილი ჰყავს.

განქორწინებაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში წყვილმა 4 მაისს გაავრცელა, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან წლების განმავლობაში ისინი ჰარმონიულად ცხოვრობდნენ. ოფიციალურად აგვისტოში განქორწინდნენ. განქორწინებამდე მილიარდერს "მექალთანეობასა" და კოლეგა ქალების სექსუალურ შევიწროვებაში დასდეს ბრალი.

საერთო ჯამში რამდენი დაჯდა მილიარდელის დაბადების დღის წვეულება ჯერჯერობით უცნობია.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა