ავტორი:

"გულგატეხილები რომ მწერთ, რა გვეშველებაო..." - "სინოვაკითა" და "სინოფარმით" აცრილებისთვის ბიძინა კულუმბეგოვი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

"გულგატეხილები რომ მწერთ, რა გვეშველებაო..." - "სინოვაკითა" და "სინოფარმით" აცრილებისთვის ბიძინა კულუმბეგოვი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ჰონკონგში ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგების შესახებ წერს. სპეცილიასტის ინფორმაციით, აღნიშნული კვლევის ფარგლებში ერთამენთს "ფაიზერის" და "სინოვაკის" იმუნური პასუხის უნარი და ძალა შეადარეს.

"შედეგებმა აჩვენა, რომ ფაიზერის უნარი ჰუმორული (ანტისხეულები) იმუნიტეტის მხრივ მკვეთრად მაღალია სინოვაკზე, ხოლო სინოვაკის უნარი წარმოქმნას უჯრედული იმუნიტეტი (CD4, CD8 T ლიმფოციტები) ვირუსის სტრუქტურული ცილების მიმართ გაცილებით მეტია ვიდრე ფაიზერის ვაქცინის.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ყველა ფორმის დაავადების თავიდან აცილებაში ფაიზერი რჩება "ჩემპიონად“, ხოლო ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილისგან დაცვა (ეს ფაქტორები დამოკიდებულია უჯრედულ იმუნიტეტზე) ორივე ვაქცინას თანაბრად გამოდის.

ასე რომ, გულგატეხილი ხალხი, რომლებიც მწერთ, რომ ავიცერი სინოფარმი/სინოვაკით და რა გვეშველებაო, სანერვიულო არ გაქვთ, ვაქცინა კარგად გიცავთ მძიმე დაავადებისგან და როცა ბუსტერი შეგეხებათ, დაიმატეთ ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც გნებავთ", - წერს იმუნოლოგი.