ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შუახნის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. დაშავებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი.
რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ჯავახიშვილისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების კვეთაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.