"მივიღე გადაწყვეტილება, მე ვტოვებ პარლამენტს", - ამის შესახენ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
"ეს იქნება უკომპრომისო პრძოლა, კანონიერი, კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ ამ ხელისფულებას ვაჩვენებთ, რომ დათმობა არ იქნება. მე პოლიტიკაში მოვედი ორი წლის წინ, ორი წლის განმავლობაში არ დამთავრებულა ჩემი პირადი შეურაცხყოფა, ათასი იარლიყის მოწეპება, მაგრამ მივიწევ წინ,
ეს ჩემზე არ მოქმედებს, არ მოვსულვარ პოლიტიკაში სკამისთვის, ან იმისთვის, რომ რაღაცას გავქცეოდი. ჩემი გამოცდილება, რომელიც ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, მე ვტოვებ პარლამენტს, ვტოვებ იმიტომ, რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის, გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი შვილებისთვის, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“, - განაცხადა ხაზარაძემ