ავტორი:

" სადაც კი იარსებებს დადასტურებული ფაქტები, რომ აუცილებელია შემოსულ საჩივრებზე დამატებითი რეაგირება, ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული" - ცესკოს თავმჯდომარე

" სადაც კი იარსებებს დადასტურებული ფაქტები, რომ აუცილებელია შემოსულ საჩივრებზე დამატებითი რეაგირება, ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული" - ცესკოს თავმჯდომარე

ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცესკოს მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ არჩევნების მეორე ტურის მონაცემების მიხედვით, ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები დაბალია.

კალანდარაშვილის თქმით, ოლქებში შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა ავტომატურად ბათილი ბიულეტენების გადათვლასაც გულისხმობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, გადაითვლება შვიდ-შვიდი უბანი, რაც ბათილი ბიულეტენების გადათვლისაც ფარავს

“მაგალითად, მერის არჩევნების ნაწილში სულ მონაწილეობდა 1 015 491 ამომრჩეველი, ბათილია 30 095 ბიულეტენი, რაც 2.96% -ს შეადგენს.

რადგან მედიაში ძირითადად აპელირება ხდება ქუთაისზე, ბათუმსა და ზუგდიდზე, აქვე გეტყვით ამ ქალაქების მონაცემებსაც. კერძოდ, ქუთაისში 70 048 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, ბათილია 2 396 ბიულეტენი, რაც 3.42 %-ს შეადგენს.

ბათუმში 77 034 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, გაბათილდა 2071 ბიულეტენი რაც 2,69%-ია“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

შემოსულია განცხადება - საჩივრები და ცხადია, სადაც კი იარსებებს დადასტურებული ფაქტები იმის თაობაზე, რომ აუცილებელია საოლქო კომისიების მიერ ამ საჩივრებზე დამატებითი რეაგირება და ბათილობის ნაწილში საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების გადახედვა მოხდეს, ცხადია ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.