ავტორი:

"აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“ - ელენე ხოშტარია

"აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“ - ელენე ხოშტარია

მოძრაობა "დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის აქცია თბილისში 7 ნოემბერს არ ჩატარდება. ამის შესახებ ხოშტარიამ "ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა.

"მოდი, პირდაპირ გავხსნი კარტებს, შვიდში არ იქნება აქცია ნამდვილად. ნიკამ კვირა თქვა, თუმცა მე ახლა ნიკას მაგივრად ვერ ვიტყვი. აქციის გამართვა გადაწყვეტილია, აქცია იქნება 6-ში, ან 8 ნოემბერს, ანუ არ გადაიწევს სხვა ციკლში. უბრალოდ, 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რუსთაველზე ოპოზიციის შეკრებაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს.