ავტორი:

ავსტრალია, პანდემიის დაწყებიდან პირველად, საზღვრებს ხსნის

ავსტრალია, პანდემიის დაწყებიდან პირველად, საზღვრებს ხსნის

ავსტრალიამ საერთაშორისო მოგზაურობაზე 18 თვის წინ დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა, რაც სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს საზღვარგარეთ გამგზავრების ან ქვეყანაში დაბრუნების საშუალებას აძლევს.

კერძოდ, ვაქცინირებულ ავსტრალიელებს, რომლებსაც კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ, შეუძლიათ იმოგზაურონ სპეციალური ნებართვის ან კარანტინის გავლის გარეშე. თუმცა, ჯერჯერობით იგივე უფლებებით უცხო ქვეყნების მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის დატოვებისა საშუალება მილიონზე მეტ უცხოელს არ ეძლევა. პირველი რეისები სიდნეიში სინგაპურიდან და ლოს-ანჯელესიდან შესრულდა. მედია საშუალებები ავრცელებენ კადრებს, სადაც თვეების განმავლობაში ერთმანეთისგან დაშორებული ოჯახის წევრების ემოციური შეხვედრებია ასახული.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები, ჯერჯერობით, მხოლოდ ქვეყნის ორი უმსხვილესი ქალაქისთვის, სიდნეისა და მელბურნისთვის, შემსუბუქდა. ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნება 47 000-მდე ავსტრალიელს სურს. პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ დღევანდელ დღე „დიდი დღეა ავსტრალიისთვის.“