ავტორი:

"ასტრაზენეკას“ ვაქცინის მე-2 დოზის მიღება დასრულდა - რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი?

"ასტრაზენეკას“ ვაქცინის მე-2 დოზის მიღება დასრულდა - რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი?

კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას“ ვაქცინის მე-2 დოზის მიღება დასრულდა. დღეიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, იმ პირებს, ვინც "ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აიცრნენ, შეეთავაზებათ ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინა: “ფაიზერი“, "სინოფარმი“ ან "სინოვაკი“.

როგორც უწყების ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, ძირითადად აუთვისებელი დარჩა დონაციის გზით მიღებული "ასტრაზენეკას" დოზები.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, მომავალ კვირას შესაბამისი სამსახურების მიერ დაზუსტდება "ასტრაზენეკას" რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 8 ოქტომბერს "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ იყო ალბათობა, აუთვისებელი "ასტრაზენეკას“ 15 ათასამდე დოზა დარჩენილიყო.