ავტორი:

"რამდენჯერაც არჩევნებს წააგებს ოპოზიცია, გამოდიან ქუჩაში, გაბუტულები დარბიან და აწყობენ დესტრუქციას" - გურამ მაჭარაშვილი

"რამდენჯერაც არჩევნებს წააგებს ოპოზიცია, გამოდიან ქუჩაში, გაბუტულები დარბიან და აწყობენ დესტრუქციას" - გურამ მაჭარაშვილი

"რამდენჯერაც არჩევნებს წააგებს ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები იტყვიან, რომ ლეგიტიმურია ეს არჩევნები და საზოგადოებაც ლეგიტიმაციას მისცემს მას, გამოდიან ქუჩაში, გაბუტულები დარბიან და აწყობენ დესტრუქციას - მობეზრდა საზოგადოებას ეს ყველაფერი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სიმბოლურია ისიც, რომ აქცია თავდაპირველად 7 ნოემბერს დაანონსეს.

"საზოგადოება ძალიან დაიღალა ოპოზიციის სიჯიუტით და გამოხტომებით, რომ რამდენჯერაც არჩევნებს წააგებს და საერთაშორისო პარტნიორები იტყვიან, რომ ლეგიტიმურია ეს არჩევნები და საზოგადოებაც ლეგიტიმაციას მისცემს მას, გამოდიან ქუჩაში, გაბუტულები დარბიან, აწყობენ დესტრუქციას და ა.შ. მობეზრდა საზოგადოებას ეს ყველაფერი. ბევრი გამოწვევაა ქვეყანაში და არავის სცალია იმისთვის, რომ რამდენიმე ადამიანის ქუჩაში სირბილზე დახარჯოს რესურსი სახელმწიფომ. ამიტომ ამას არ აქვს არანაირი შედეგი. კანონის ფარგლებში აქციების გამართვა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, კანონის გარეშე თუ მოხდება, ამას ადეკვატური პასუხი გაეცემა. რაც შეეხება 7 ნოემბერს, სიმბოლურია, რომ ამ დღეს უნდოდათ აქციის გამართვა, ამის გარდა უნდა ვთქვათ, რომ ვერაფერზე თანხმდება ეს ხალხი, ვერ იმაზე, რა დღეს გამართონ აქცია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.