ავტორი:

"დღეს რუსეთ-საქართველოს ომია, ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი სჭირდება ქვეყანას” - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს

"დღეს რუსეთ-საქართველოს ომია, ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი სჭირდება ქვეყანას” - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს

მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლას თავისი ენერგეტიკით ცოცხალი სჭირდება, - ამის შესახებ დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სანახავად მივიდა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს.

"ძალიან რთული პროცესია. მან უდიდესი საქმე გააკეთა ამ პოლიტიკური აქტით. მისი ასეთი ჩამოსვლა თავიდან ბოლომდე იყო ბრწყინვალე მასშტაბური პოლიტიკური აქტი და ამაზე მინდა ვისაუბრო, ასევე შემდეგ სტრატეგიაზე. თავის საქმე, როგორც ლიდერმა თვითონ იცის, მაგრამ მე პირადად, ვთვლი და მგონია, რომ ახლა, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ზუსტად ამ ბრძოლისთვის, რომელიც ახლა იწყება, ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ თუ შეწყვეტდა შიმშილობას, ძალიან წაადგებოდა იმ ბრძოლას, სადაც ყველა ერთად უნდა ვიყოთ, ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი. დღეს, რუსეთ-საქართველოს ომია და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რუსეთის მიერ დევნილი, ცოცხალი სჭირდება ქვეყანას”, - აცხადებს ჩარკვიანი.

მისივე თქმით, თავს პირველად მისცემს უფლებას, რომ სთხოვოს სააკაშვილს, შეწვიტოს შიმშილობა.

"ამ ხნის განმავლობაში მე არასდროს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, იმიტომ, რომ ეს არის მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. დღეს მე ვთვლი, ასე ვხედავ პოლიტიკურ ბრძოლას, რომ ის ცოცხალი სჭირდება ამ ბრძოლას თავისი ენერგეტიკით”, - აცხადებს ჩარკვიანი.