ავტორი:

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებს

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებს

რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მოქალაქეებმა შეკრება დაიწყეს. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის მხარდაჭერის გამოსახატად შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 32 დღეა შიმშილობს.