ავტორი:

"პასუხისმგებლობას შესაძლო უმძიმეს შედეგებზე ვაკისრებთ არა მხოლოდ შესაბამის თანამდებობის პირებს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს" - ანა ნაცვლიშვილი

"პასუხისმგებლობას შესაძლო უმძიმეს შედეგებზე ვაკისრებთ არა მხოლოდ შესაბამის თანამდებობის პირებს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს" - ანა ნაცვლიშვილი

"ხაზგასმით გეტყვით, რომ ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას შესაძლო უმძიმეს შედეგებზე ვაკისრებთ არა მხოლოდ შესაბამის თანამდებობის პირებს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან და არის შურისძიება პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ.

"იმ პროცესს, რაც მიმდინარეობს და რაც შექმნა ხელისუფლებამ, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ არანაირი კავშირი არ აქვს არც მართლმსაჯულების განხორციელებასთან, არც სამართლის იდეასთან. ეს არის შურისძიება პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ და ამას ადასტურებს არა მხოლოდ სამართლებრივი დეტალები, არამედ პოლიტიკური განცხადებები, სამარცხვინო, ადამიანობის ხაზს მიღმა გაკეთებული არაერთი პოლიტიკური განცხადება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, გაუმკლავდეს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინაშე არსებულ რისკებს, რასაც ხელისუფლება ჯიუტად არ აკეთებს კანონისა და პრაქტიკის საწინააღმდეგოდ. იცით, რომ აქამდე ათობით პატიმარი ყოფილა გადაყვანილი ჯანმრთელობის რისკების გამო სწორედ სამოქალაქო კლინიკაში. ასევე, ხაზგასმით გეტყვით, რომ ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას შესაძლო უმძიმეს შედეგებზე ვაკისრებთ არა მხოლოდ შესაბამის თანამდებობის პირებს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.