ავტორი:

რეგიონებში გაზის ტარიფი იზრდება - ვის შეეხება ცვლილება?

რეგიონებში გაზის ტარიფი იზრდება - ვის შეეხება ცვლილება?

1-ლი დეკემბრიდან გაზის ტარიფს ზრდის შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ და "თელავი გაზი". ტარიფის ცვლილება საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს შეეხებათ და 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ს ჩათვლით.

"ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის“, - აღნიშნულია „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებაში

ცნობისათვის, „ინტერ გაზი“ ბუნებრივ აირს აწვდის ახალციხის და ასპინძის რაიონებს, "თელავი გაზი" - თელავს და „სოკარ ჯორჯია გაზი“ დანარჩენ საქართველოს, თბილისის გარდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ („თელავ გაზის“) დღეს მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 0.95 ლარია 1მ3-ზე, „ინტერ გაზის“ შემთხვევაში კი 1.09 ლარი. განაგრძეთ კითხვა