ავტორი:

ქედაში, 10-სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლის მეორე სართული მთლიანად დაეწვა

ქედაში, 10-სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლის მეორე სართული მთლიანად დაეწვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგაში 10 - სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის მეორე სართული მთლიანად დაიწვა.

როგორც ქედის მერიაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის დროს ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ სახლში მცხოვრებლები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.

რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახს, მიყენებულ ზარალს ქედის მუნიციპალიტეტის მერია შეისწავლის და სათანადო დახმარებას გაუწევს.

დაზარალებული ოჯახის თქმით, ხანძარმა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა მთლიანად გაანადგურა.