მომავალი 2022 წელი, ჩინური კალენდრის მიხედვით, ლურჯი წყლის ვეფხვის წელია. როგორც ამბობენ, როგორც გაატარებ ახალ წელს, ასეთივე იქნება მთელი წელი, ამიტომაც, გიზიარებთ ასტროლოგთა რჩევებს, თუ როგორ უნდა შევხვდეთ ახალ, ვეფხვის წელიწადს ისე, რომ მთელი წელი წარმატებული გვქონდეს:
ასტროლოგთა თქმით, ვეფხვი უპრეტენზიოა, ასე რომ, შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის საყვარელი ნებისმიერი კერძი. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ვეფხვი მტაცებელია, რაც ნიშნავს, რომ თქვენს მაგიდაზე ხორცი აუცილებლად უნდა იყოს.
ვეფხვი აფასებს მრავალფეროვნებას. დარწმუნდით, რომ მაგიდაზე კერძების დიდი არჩევანია. უპირატესობა მიანიჭეთ არა თევზს, არამედ ხორცს.
გაახარეთ ვეფხვი ლამაზი გარემოთი. ნუ გადატვირთავთ სუფრას ზედმეტი ალკოჰოლითა და გაზიანი სასმელებით, რადგან ვეფხვს ეს დიდად არ უყვარს. განაგრძეთ კითხვა