ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი კვდება! აქ წუთებსა და წამებზეა ლაპარაკი... ვშიშობ, რომ ეს ოპოზიციის ლიდერებისთვისაც დიდი საჩუქარი იქნება. მათ ძალიან აწუხებთ მისი ძალა" - რას წერს დოდონა კიზირია?

"მიხეილ სააკაშვილი კვდება!  აქ წუთებსა და წამებზეა ლაპარაკი... ვშიშობ, რომ ეს ოპოზიციის ლიდერებისთვისაც დიდი საჩუქარი იქნება. მათ ძალიან აწუხებთ მისი ძალა" - რას წერს დოდონა კიზირია?

ამერიკაში მცხოვრები პროფესორი დოდონა კიზირია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერია, ბოლო ხანს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ეხმაურება სოციალურ ქსელში. 31 ოქტომბერს, როდესაც ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემედგ რუსთაველზე შეიკრიბა, დოდონა კიზირიამ დაწერა:

"მე დღეს ამერიკაში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მე სულელმა, მე დებილმა, მე გასულ საუკუნეში ჩარჩენილმა იდიოტმა ფრენა გადავდე. ვიფიქრე, ეგებ რამე მოხდეს და ამას როგორ მოვაკლდები, ეგებ ზღვა ხალხი მოგროვდეს, ეგებ შევძლოთ, ვაიძულოთ მთავრობა მიშას კერძო კლინიკაში გადაყვანა-მეთქი.დღეს საღამოს 7 საათზე გამოცხადებულ აქციაზე ოთხმოც წელს გადაცილებული ქალი გულის ფანცქალით გავვარდი. და მერე რა?! მოვისმინე ხოშტარიას, ხაზარაძის და სხვათა ქაქანი, ნიკა მელიას ორმოცწუთიანი ყროყინი - ყველაფერი ის, რასაც ტელევიზორით არაერთხელ მაქვს მოსმენილი.და ბოლოს განცხადება - მომავალ კვირას მოდით თავისუფლების მოედანზე, შევიკრიბოთ, ვუჩვენოთ ამ ხელისუფლებას, რა შეგვიძლია.ჰოდა მაინტერესებს, რა ჩემი ფეხები შეგვიძლია?.."

მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:

"არ მინდოდა ამის წერა, არ მინდოდა შევხებოდი ოპოზიციის საქმიანობას, მაგრამ უკვე აღარ შემიძლია სიჩუმე. მე სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი გამწარება, განრისხება, უძლური სასოწარკვეთილება.

რა დროს ლაპარაკია! რა დროს "ჩვენ ვიბრძოლებთ" არის? როდის ვიბრძოლებთ? როდის? მიხეილ სააკაშვილი კვდება!!! კვდება!!! კვდება!!! დრო არ არის, აქ წუთებსა და წამებზეა ლაპარაკი.

ის უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზეო! რას ნიშნავს უარს ამბობს! მისი ფსიქიკა, მისი მთელი ორგანიზმი ისეთი სტრესის ქვეშაა, ისეა დასუსტებული, რომ მას უკვე არ შეუძლია ობიექტურად შეხედოს სიტუაციას. მას დაუყოვნებლივ (!!!!!!!!!!) უნდა მიეცეს სამედიცინო დახმარება. განა ეს დასუსტებული და სიკვდილის პირს მყოფი ადამიანი წინააღმდეგობის გაწევას შესძლებს? მისი სიკვდილი ისეთი საჩუქარია ქოცმთავრობისთვის, როგორსაც ეგენი ვერც ინატრებდნენ. მათთვის ეს "ნაციონალური მოძრაობის დასასრულია", რასაც ეგენი ცხრა წელი ცდილობდნენ და ვერ შესძლეს.

ძალიან ვშიშობ, რომ ეს ოპოზიციის ლიდერებისთვისაც დიდი საჩუქარი იქნება. მათ ძალიან აწუხებთ მისი ძალა, მისი პიროვნების ქარიზმა, პოლიტიკური ნიჭი და ალღო. უიმისოდ ისინი უკეთესად იგრძნობენ თავს.

ნიკა მელიამ მომავალ კვირას შევიკრიბოთო. ჰელენ ხოშტარიამ, მომავალ კვირას არა, 7 ნოემბერიაო. რით არის ეს თარიღი ამკრძალავი? "დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის" წლისთავის აღნიშვნას აპირებს? აი, ვხედავ ხალხს ქუთაისის ქუჩაში, მიშას თავისუფლებას მოითხოვენ. ალბათ სადმე სხვა ქალაქებშიც არიან ასეთები. მაგრამ არ არის ლიდერი, ლიდერი არ არის!

ხალხი?"

დოდონა კიზირიამ მომდევნო პოსტი ნიკა მელიას მიუძღვნა:

"გაუგებრობას რომ არ ჰქონდეს ადგილი, მინდა ორი სიტყვით გითხრათ, რას ვფიქრობ ნიკა მელიაზე. ის არის კარგი, პატიოსანი, ვაჟკაცი ბიჭი. ძალიან ღირსეულად მოიქცა მისი დაპატიმრების და პატიმრობის დროს. სწორედ ეს იყო მიზეზი მის მიმართ ხალხის განსაკუთრებული სიმპათიისა. სამწუხაროდ, მას ჯერჯერობით არა აქვს პოლიტიკური ალღო, ინტელექტითაც ცოტა მოიკოჭლებს, რაც დიდი პრობლემა არ იქნებოდა, ყველაზე დიდი სახალხო პარტიის ლიდერი რომ არ გამხდარიყო. მას, როგორც ახალგაზრდა კაცს, გასაგებია, რომ იმპონირებს მისი ლიდერობა, ხალხის დიდი თავყრილობის წინ გამოსვლა და ვერ აკონტორლებს თავის თავს, არა აქვს იმის გაგება, რომ სიცივეში, გვიან საღამოთი ქუჩაში მდგარ ხალხს უჭირს ნახევარი საათი, ორმოცი წუთი და ხშირად უფრო მეტი ხანიც იყოს კონცენტრირებული ასეთ ხანგრძლივ მიმართვაზე. ასეთ სიტუაციებში 10-15 წუთი არის ყველაზე მისაღები, განსაკუთრებით როცა ახალი არაფერი გაქვს სათქმელი. მე ვუსურვებ ნიკა მელიას ყოველგვარ წარმატებას და ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება წასულიყო "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარეობიდან გამარჯვების შემთხვევაში იყო ყველაზე სწორი ყველა მის განცხადებებს შორის. კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ მას მის მომავალ საქმიანობაში".