ავტორი:

"სააკაშვილი არ გამოიყურება კარგად და ვაი თქვენ პატრონს, ხელისუფლებავ...  არ მოგასვენებთ" - თაკო ჩარკვიანი

"სააკაშვილი არ გამოიყურება კარგად და ვაი თქვენ პატრონს, ხელისუფლებავ...  არ მოგასვენებთ" - თაკო ჩარკვიანი

სამშობლოს გაყიდვა რომ კაცს შეუძლია, ის ყველაფერზე წავა. ბელორუსის უშიშროებასთან რომ ხელშეკრელებას დადებს ოკუპირებული ქვეყანა, იმის ხელისუფლება გამყიდველია , - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას პუტინის პირადი პატიმარი უზის ციხეში.

"უპირველესი მოთხოვნაა, გადაიყვანონ ჯერ მულტიფუნქციურ კლინიკაში, სადაც ელემენტარულად სული უნდა მოითქვას. მასთან გუშინ საუბრის შესაძლებლობა მქონდა. ის სხარტი ლიდერია, მაგრამ ის სიკვდილამდე ასეთი იქნება, რადგან თავდადებულია. ის არ გამოიყურება კარგად და ვაი თქვენ პატრონს, ხელისუფლებავ, თუ გგონიათ, რომ მესამე პრეზიდენტი სიკვდილს და პრეზიდენტების სასიკვდილო სახელს დავარქმევთ ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ამასთან, თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით მიმართა და მან შიმშილის გაგრძელება სტრატეგიულ შეცდომად შეაფასა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ეს არის ბრძოლა ბოლომდე და ყველა ნაბიჯზე უნდა იყოს მსგავსი კერა.

"არ იშიმშილოთ-მეთქი ამ ტიპის ლიდერებს არ ეუბნებიან, მაგრამ ახლა ბატონო პრეზიდენტო, სტრატეგიული შეცდომა იქნება შიმშილის გაგრძელება, პუტინის გეგმა არ უნდა შესრულდეს. ამ ტიპის ენერგეტიკის ლიდერები ბრძოლას იგებენ. თქვენ წარმოიდგინეთ ბრძოლაში განადგურებული მხედართმთავრით. როგორ უნდა მოიგოს ბრძოლა ოკუპირებულმა ქვეყანამ. შეწყვიტეთ შიმშილი. თქვენი მომხრეების თხოვნით. ეს არ არის მხატვრული ტესქტი, ეს არის მოთხოვნა. თქვენ არ გესწავლებათ, რომ სტრატეგიული შეცდომა არ უნდა დაუშვათ. მაშ ასე დაიწყო ბრძოლა ყოველდღე. არ მოგასვენებთ ხელისუფლებავ. ვერ შეირგებთ ხელისუფლებას, გამორიცხულია", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.