ავტორი:

"როგორ აკეთებთ ამას და თან ამტკიცებთ, რომ შეგიძლიათ ლიდერობის მანტია გქონდეთ?" - რატომ აკრიტიკებს ჯო ბაიდენი პუტინსა და სი ძინპინს

"როგორ აკეთებთ ამას და თან ამტკიცებთ, რომ შეგიძლიათ ლიდერობის მანტია გქონდეთ?" - რატომ აკრიტიკებს ჯო ბაიდენი პუტინსა და სი ძინპინს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინელ და რუს კოლეგებს აკრიტიკებს, რომლებიც გლაზგოში კლიმატის ცვლილების სამიტზე დასასწრებლად არ ჩავიდნენ.

ჯო ბაიდენის განცხადებით, სი ძინპინის გლაზგოში არყოფნა „დიდი შეცდომა“ იყო.

"ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რამაც მსოფლიო ყურადღება მიიპყრო, არის კლიმატი. ყველგან - ისლანდიიდან ავსტრალიამდე - ეს გიგანტური საკითხია და ისინი გვერდზე გადგნენ. როგორ აკეთებთ ამას და თან ამტკიცებთ, რომ შეგიძლიათ ლიდერობის მანტია გქონდეთ?"- განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, იგივე ითქმის რუსეთზე და მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე.

"იგივე ითქმის პუტინსა და რუსეთზე. მისი ტუნდრა იწვის. მას კლიმატთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს,“- აღნიშნა ბაიდენმა.

კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ სამიტზე დასასწრებლად გლაზგოში 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ჩავიდა. ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა კი მონაწილეობა ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიიღეს.