ავტორი:

ბიძისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა და ცხოვრება საზღვარგარეთ - ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ძმისშვილები და რას საქმიანობენ?

ბიძისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა და ცხოვრება საზღვარგარეთ - ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ძმისშვილები და რას საქმიანობენ?

"Big uncle! როგორც არასდროს ისე ჭირდები ახლა შენ საქართველოს...“ - ასე იწყება ელენე სააკაშვილის წერილი, რომელიც ციხეში მყოფ ბიძას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისწერა მაშინ, როდესაც ის შიმშილობდა. "უფროს ბიძას“ ძმისშვილის თხოვნა იმ ეტაპზე არ გაუთვალისწინებია და შიმშილობა გააგრძელა, მაგრამ ელენე სააკაშვილით ქართული მედია დაინტერესდა.

მიხეილ სააკაშვილის ორი ძმა ჰყავს, დავითი და გიორგი, რომლებიც ნიკოლოზ სააკაშვილს მეორე ქორწინებიდან შეეძინა. გიული ალასანიასთან განქორწინების შემდეგ, ექსპრეზიდენტის მამა მეორედ სვეტლანა სააკაშვილზე დაქორწინდა.

ელენე დავითის უფროსი ქალიშვილია, მას კიდევ ორი და - ანასტასია და ნინია ჰყავს. წლების წინ, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, - განათლების იმჟამინდელი მინისტრი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის ძმას, დავითს გაყვა ცოლადო.

ელენე სააკაშვილი

იმჟამად დავითსა და მის მეუღლეს თეა მოსიძეს ორი შვილი ჰყავდათ ელენე და ანასტასია. ზუსტად წელიწადნახევარში ტაბლოიდები წერდნენ, რომ ხატია და დავითი ერთმანეთს დაშორდნენ და მამაკაცი ყოფილ ცოლს შეურიგდა. მოგვიანებით დავითს კიდევ ერთი ქალიშვილი ნინია შეეძინა.

ელენე დედასთან ერთად

დავითის უფროსი ქალიშვილი ელენე სააკაშვილი შტატებში ცხოვრობს და ამჟამად ერთ-ერთ კვლევით ცენტრ Atlas Network-ის თამაშრომელია, სადაც კომპანიის განვითარების მენეჯერად მუშაობს. Atlas Network არის ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ატარებს სხვადასხვა კვლევებს, ასევე უზრუნველყოფს გრანტებსა და ტრენინგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლიბერტარიანული ჯგუფებისთვის.

დავით სააკაშვილი ქალიშვილებთან

"ელენე სააკაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში, რის შემდეგაც წავიდა აშშ-ში, სადაც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობდა. 2019 წელს ელენე შეუერთდა atlas Network-ს. ის გატაცებულია ისეთი საკითხებით, როგორებიცაა გლობალური დემოკრატია, კლასიკური ლიბერალიზმი. ასევე მისი ინტერესის სფეროშია ქართული სამზარეულო. ელენეს უყვარს ჯორჯთაუნში, ყავის სახლში თავისუფალი დროის გატარება…“ - ვკითხულობთ Atlas Network-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ელენეს დოსიეში.

გოგონები ბაბუასთან - ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად

ელენე სოციალურ ქსელში აქტიურობს და მისი საჯარო პოსტები ძირითადად პოლიტიკას უკავშირდება. ელენეს ალბომში იპოვით სელფს, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან აქვს გადაღებული. ელენეს სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსთან ერთად გადაღებული ფოტოც აქვს გამოქვეყნებული, რომელიც ყოფილ პირველ ლედისთან ერთად შტატებში გადაუღია.

ელენეს და - 18 წლის ანასტასია თბილისში კერძო სკოლის დამთავრების შემდეგ პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სწავლას აგრძელებს. სოციალურ ქსელში აქტიურია ანასტასიაც, რომელიც უფროსი დასავით ხშირად აქვეყნებს საჯაროდ პოლიტიკურ ამბებს.