ავტორი:

"ამ თანხამ მიშელ პლატინი უკანონოდ გაამდიდრა“ - ფიფასა და უეფას ყოფილ ბოსებს თაღლითობაში დასდეს ბრალი

"ამ თანხამ მიშელ პლატინი უკანონოდ გაამდიდრა“ - ფიფასა და უეფას ყოფილ ბოსებს თაღლითობაში დასდეს ბრალი

შვეიცარიის პროკურატურამ მსოფლიოსა და ევროპული ფეხბურთის ყოფილ ხელმძღვანელებს ზეპ ბლატერს და მიშელ პლატინს ბრალი თაღლითობაში წაუყენა.

თაღლითობის გარდა, შვეიცარიელი სამართალდამცველები ფიფასა და უეფაში სავარაუდო კორუფციულ ქმედებასაც იძიებენ, საქმე შეეხება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის შერჩევის ფაქტს, იმჟამად ფიფასა და უეფას ხელმძღვანელები სწორედ ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი იყვნენ, თუმცა ეს კონკრეტული ბრალდება სხვა ეპიზოდზეა.

შვეიცარიის პროკურატურამ განაცხადა, რომ იძიებენ მიშელ პლატინისათვის ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის (2,19 მილიონი აშშ დოლარის) გადახდას, რომელიც 2011 წელს ზეპ ბლატერის განკარგულების საფუძველზე მოხდა. პროკურატურის აზრით, ამ გადახდამ ფიფას აქტივებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, მიშელ პლატინი კი უკანონოდ გაამდიდრა“.

წყარო

თარგმნა სიმონ კილაძემ