თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქვეყნაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება.
"გინდა გეწყინოთ გინდა გეამოთ, გინდა ეს თქვით გინდა ის, მაგრამ ფაქტია - ოპოზიციის "გრეჩიხიზაცია" მიმდინარეობს სწრაფი ტემპით.
ნანახი მაქვს ის კინო რამდენჯერმე და მაგიტომ ვამბობ", - წერს ოქრუაშვილი.
1-ლი ნოემბრით დათარიღებულ მის კიდევ ერთ პოსტში კი ვკითხულობთ:
"ხაზარაძის მიერ პარლამენტის დატოვებაზე ვინც აჟიტირდით იქნებ ამიხსნათ ჯაფარიძე, უსუფაშვილი და "დანარჩენი ლელოები" იგივეს რატომ არ აკეთებენ. "ნაცების" დეპუტატების სიჩუმეზე ხომ საერთოდ... ისე არ მოხდეს ყველა გამოვიდეს პარლამენტიდან და გუბაზი შიგნით დარჩეს".