ავტორი:

"ტუნდრა მართლაც იწვის, მაგრამ მოდი, ნუ დაგვავიწყდება, რომ ტყეები იწვის კალიფორნიაში" - რას პასუხობს დიმიტრი პესკოვი ჯო ბაიდენს?

"ტუნდრა მართლაც იწვის, მაგრამ მოდი, ნუ დაგვავიწყდება, რომ ტყეები იწვის კალიფორნიაში" - რას პასუხობს დიმიტრი პესკოვი ჯო ბაიდენს?

"ტუნდრა მართლაც იწვის, მაგრამ მოდი, ნუ დაგვავიწყდება, რომ ტყეები იწვის კალიფორნიაში, თურქეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რაც კლიმატის ცვლილების შედეგია" - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, აშშ-ის პრეზიდენტთან მომავალი შეხვედრის დროს მას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯებს დგამს რუსეთი კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით.

"დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტების მომავალი დიალოგის დროს, რომლის სარგებლიანობაზე უკვე შევთანხმდით, პრეზიდენტ პუტინს ექნება შესანიშნავი შესაძლებლობა, უამბოს პრეზიდენტ ბაიდენს, რას ვაკეთებთ კლიმატის საკითხებთან დაკავშირებით,“- აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის გლაზგოში, კლიმატის სამიტში მონაწილეობის მისაღებად არ ჩავიდა. “მისი ტუნდრა იწვის. პუტინს კლიმატთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს,“- აღნიშნა ბაიდენმა.