ავტორი:

Lime Georgia  წამყვანი კომპანია ბიო ტუალეტების ბაზარზე

Lime Georgia  წამყვანი კომპანია ბიო ტუალეტების ბაზარზე

მოგეხსენებათ, 2019-2021 წლები საკმაოდ პრობლემური იყო როგორც მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვისაც. კერძო სექტორში მომუშავე კომპანიები დაიყო 3 ნაწილად:

1. პირველებისთვის კოვიდ-19 სერიოზული გამოწვევა იყო , თუმცა მათ გადალახეს პანდემიის დაბრკოლებები და იპოვეს შემოსავლის ზრდის ახალი წერტილები და შესაძლებლობები;

2. მეორე კატეგორია – ორგანიზაციები, რომელთა ფუნქციონირებაზე კორონავირუსს ზეგავლენა არ ჰქონია;

3. მესამე კატეგორია – კომპანიები, რომლებმაც ვერ შეძლეს ახალი გამოწვევების მიღება და შეწყვიტეს არსებობა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიო ტუალეტების გაქირავების წამყვანი კომპანიის, შპს Lime Georgia-ს, ფუნქციონირება პირდაპირპროპორციულია სხვადასხვა სახის ღონისძიებების არსებობასთან, არ შევუშინდით ჩვენ წინ არსებულ გამოწვევებს და დღესდღეობით საკმაოდ წარმატებით ვფუნქციონირებთ პორტაბელური ბიო ტუალეტების ბაზარზე.

რა არის ბიო ტუალეტი?

ბიო ტუალეტი არის პორტაბელური კაბინა, რომელიც ანაცვლებს სტატიკურ სველ წერტილს (მისი არარსებობის ან დაყენების სირთულის შემთხვევაში) და ატარებს დროებით ხასიათს (ღონისძიებიდან ან კონკრეტული პროექტიდან გამომდინარე). ის აღჭურვილია:

  • შიდა დაყენების ხელსაბანით
  • ხელსახოცის და საპნის დისპენსერით
  • შიდა განათებით
  • სართულებზე ატანისთვის განკუთვნილი მოწყობილობით

სამიზნე აუდიტორია და მთავარი მიდგომა

ჩვენი ძირთადი სამიზნე აუდიტორია არის B2B სეგმენტი: სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც მშნებლობის ადგილას სჭირდებათ დროებითი სველი წერტილის არსებობა; სხვადასხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, კონცერტები, კულტურული დღესასწაულები; მუსიკალური კონცერტები. მსგავსი კომფორტის შექმნა მიზანშეწონილია შედარებით წვრილ პროექტებზეც: კერძო სახლის აშენების დროს მშენებლებისთვის ბიოტუალეტის ქირაობა, ერთდღიანი პატარა ივენთები და ა.შ.

Lime Georgia იზრუნებს თქვენს და თქვენი ვიზიტორების/ კლიენტების კომფორტზე, უზრუნველჰყოფს ბიო ტუალეტების ერთი წერტილიდან მეორეში გადაადგილებას, მათ პერიოდულ გასუფთავებასა და ხელსახოცების/საპნების განახლებას.

კლიენტებთან ურთიერთობის პროცესში ვხელმძღვანელობთ 3 ძირფესვიული პრინციპით:

მაღალი ხარისხი. გავრცელებული აზრის თანახმად, პროექტის წარამტება დამოკიდებულია არამხოლოდ მის მთავარ შინაარსზე, არამედ იმ პირობებზე და ატმოსფეროზე, რომელშიც იმყოფებიან მონაწილეები ამ შინაარსის ათვისების პროცესში. შპს Lime Georgia იზიარებს ამ ვარაუდს და სწორედ ამიტომ, ჩვენ მიერ მოწოდებული ბიო ტუალეტები აკმაყოფილებენ ყველა თანამედროვე სტანდარტს და მიდგომას.

სწრაფი მომსახურება, შეღავათიანი ღირებულება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციებს ხშირად უწევთ ფასი – ხარისხი – მომსახურება-ს შორის კომპრომისის მოვოპება და რომელიმე ერთის არჩევა, ჩვენ შევძელით ბალანსის შენარჩუნება სამივე მაჩვენებელს შორის. მრავალწლიანი გამოცდილება, მაღალკვალიფიციური პერსონალი და ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაცია გვაძლევს შესაძლებლობას მოვემსახუროთ ჩვენს არსებულ და პოტენციურ კლიენტებს სწრაფად, ხარისხიანად და შეღავათიან ფასად. მეტიც – მუდმივი კლიენტებისთვის შექმნილი გვაქვს ლოიალობის პროგრამა, რომლის ფარგლებში მათ შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა ბონუსით ან დაზოგონ თანხა.

ეკოლოგიაზე ზრუნვა. ეკოლოგიაზე ზრუნვა არის ჩვენი მესამე და, შეიძლება ითქვას, მთავარი მიდგომა. მოძრაობის ვექტორი განპირობებულია არა მოგების მაქსიმიზაციით, არამედ ისეთი სერვისით, რომელიც მაქსიმალურად იზრუნებს ეკოლოგიაზე და, შესაბამისად, ადამიანების ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, Lime Georgia-ს ბიო ტუალეტები არის საუკეთესო არჩევანი.

(R)