ავტორი:

"ჩვენ ვქორწინდებით,  ნამდვილად ვიზამთ ამას" - კრისტენ სტიუარტი მეგობარ გოგონაზე დაინიშნა

"ჩვენ ვქორწინდებით,  ნამდვილად ვიზამთ ამას" - კრისტენ სტიუარტი მეგობარ გოგონაზე დაინიშნა

ამერიკელი მსახიობი, კრისტენ სტიუარტი ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ პარტნიორ გოგონაზე, დილან მეიერზე დაინიშნა.

სასიხარულო ამბავი 31 წლის მსახიობმა სამშაბათს The Howard Stern Show-ში გაამჟღავნა.

"ჩვენ ვქორწინდებით, ნამდვილად ვიზამთ ამას... მინდოდა მას ეთხოვნა ჩემთვის ხელი და მართლაც, მან ყველაფერი არაჩვეულებრივად მოაწყო. ძალიან საყვარელი იყო“, - ამბობს მსახიობი.

მისივე თქმით, სურს, წყნარი და ლამაზი ქორწილი ჰქონდეთ - "ლოს ანჯელესის სახლში ვიქნებით და ადვილად შეეძლება ყველას მოსვლა. ჩვენ უბრალოდ დავდგებით და საქორწინო ფიცს დავდებთ", - ამბობს კრისტენი.

მისი პარტნიორი დილან მეიერი მწერალი და მსახიობია და "ნეტფლიქსის" რამდენიმე ფილმზე აქვს ნამუშევარი.

კრისტენ სტიუარტმა 2017 წელს ისაუბრა თავისი ორიენტაციის შესახებ და თქვა, რომ ბისექსუალია. მას შემდეგ სტიუარტს რამდენიმე მდედრობითი სქესის პარტნიორი ჰყავდა.

ამჟამად, კრისტენის ცხოვრებაში კარიერის კუთხითაც მნიშვნელოვანი მომენტია. ის ფილმ Spencer-ში პრინცესა დაიანას როლს ასრულებს და კინოკრიტიკოსთა დიდი ნაწილის აზრით, მსახიობი ოსკარსაც კი იმსახურებს.

ფილმის პრემიერა 5 ნოემბერსაა დაგეგმილი.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა