საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
საპატრიარქოს ცნობით, დღეს, 2021 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საპატრიარქო რეზიდენციაში შეხვდა.
"შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა),
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.