ავტორი:

"გადმოვსახლდები წალენჯიხაში... უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას და გვერდში დავუდგები ახლადარჩეულ მერს" - ხაზარაძე

"გადმოვსახლდები წალენჯიხაში... უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას და გვერდში დავუდგები ახლადარჩეულ მერს" - ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, წალენჯიხაში გადასახლებას აპირებს. ამის შესახებ მან ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა და ბიზნესმენებს მოუწოდა, საკუთარი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ.

"ვაპირებდი ანაკლიაში გადმოსახლებას, მაგრამ არ დამცალდა. მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში და უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახლადარჩეულ მერს გვერდში და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად.

მოვუწოდებ ბიზნესმენებს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიის ანგარიშები და დატოვეთ მოგება წალენჯიხაში. ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია, ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ უნდა თვითმმართველობა. თვითონ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა, როგორ უნდა იცხოვროს თავის ქალაქსა და სოფელში. და არა იმან, ვინც კაბინეტში შედის და იქიდან გვეუბნება როგორ უნდა ვიცხოვთო. ის დრო დამთავრდა და ამის მაგალითია წალენჯიხა" - ამბობს მამუკა ხაზარაძე.