ავტორი:

"ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ასე რომ, აცერით თქვენი შვილები" - ჯო ბაიდენი

"ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ასე რომ, აცერით თქვენი შვილები" - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მშობლებს ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პანდემიის დროულად დასამარცხებლად მცირეწლოვნების ვაქცინაცია აუცილებელია.

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ბავშვების ასაცრელად Pfizer-BioNTech-ის 28 მილიონი ვაქცინა უკვე შეიძინა.

"ჩვენი შვილების ასაცრელად თვეების განმავლობაში ვემზადებოდით. ჩვენი პროგრამა მიმდინარე კვირას გაფართოვდება, რათა მომავალი კვირიდან სრულად ამოქმედდეს. ჩვენ ქვეყნის მასშტაბით 20 000-ზე მეტი პუნქტი გვაქვს. ეს მოიცავს ადგილებს, რომლებსაც მშობლები იცნობენ და ენდობიან - მათ ადგილობრივ აფთიაქებს, მათ პედიატრებს, ოჯახის ექიმებს და ბავშვთა საავადმყოფოებს. ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ასე რომ, აცერით თქვენი შვილები, რათა დაიცვათ ისინი და დავასრულოთ ვირუსის გავრცელება”, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციის გადაწყვეტილება 3 ნოემბერს მიიღო.