ავტორი:

"არ შეგვიშვეს გუბერნიის შენობაში, რომ შეგვეტანა მათი სიმბოლო "ნახვაწა"... მოუწევთ ღამისთევა და ჩვენი დევნა" - ანა წითლიძე

"არ შეგვიშვეს გუბერნიის შენობაში, რომ შეგვეტანა მათი სიმბოლო "ნახვაწა"...  მოუწევთ ღამისთევა და ჩვენი დევნა" -  ანა წითლიძე

ზუგდიდში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან იყვნენ, დაიშალნენ, თუმცა აცხადებენ, რომ პროტესტი ყოველ ღამე გაგრძელდება.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დილით მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო. აქციის მონაწილეებს გუბერნიის შენობაში "ნახვაწას" (ღომის ქერქი) შეტანა უნდოდათ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

"ჩვენ მათ შევპირდით, რომ ვერ იქნებიან სამეგრელოში და ზუგდიდში მშვიდად. მათ წინააღმდეგობის კერა ყველგან ექნებათ. არ შეგვიშვეს გუბერნიის შენობაში, რომ შეგვეტანა მათი სიმბოლო "ნახვაწა". ყოველ ღამე ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან ვიქნებით და მოუწევთ ღამისთევა და ჩვენი დევნა", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, გუშინ ზუგდიდში ოპოზიციის აქცია გაიმართა. ისინი ასევე აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს.