ავტორი:

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ამცირებს მოწევასთან დაკავშირებულ რისკებს - რას აჩვენებს კვლევა

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ამცირებს მოწევასთან დაკავშირებულ რისკებს - რას აჩვენებს კვლევა

მოწევა ზრდის გულის დაავადებებისა და ჰიპერტენზიის განვითარების რისკებს, თუმცა, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს აქვს შესაძლებლობა, შეამცირონ თამბაქოს მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი.

დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და მათი დიდი ნაწილი დღესაც აგრძელებს მოწევას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ეს რიცხვი 2025 წლისთვის უცვლელი დარჩება. სწორედ ამიტომ, “თამბაქოს პანდემიის” შედეგად გამოწვეული დაავადებების შემცირების პროცესში ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი მნიშვნელობას თამბაქოს ზიანის შემცირებას ანიჭებს.

მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს აქვს შესაძლებლობა, შეამციროს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკები.

“მოწევისთვის თავის დანებება ხელს უწყობს მწეველთა სიცოცხლის გახანგრძლივებას, სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ თამბაქოს მომხმარებლებს, შეწყვიტონ ტრადიციული სიგარეტის მოხმარება. აღსანიშნავია, რომ მწეველთა 60%-ს აქვს სურვილი, თავი დაანებოს მოწევას, თუმცა, ისინი ვერ ახერხებენ სასურველი მიზნის მიღწევას”, - ამბობს ბორისლავ გეორგევი, ქალაქ სოფიას ნაციონალური კარდიოლოგიური საავადმყოფოს კარდიოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი.

ზიანის შემცირების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკვამლო მოწყობილობების - ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების შესაძლო სარგებელს.

“გულის კორონალური დაავადების მქონე პაციენტთა 48%-ზე მეტი აგრძელებს მოწევას, პერიფერიული არტერიების დაავადების მქონე ინდივიდთა 57%, რომელთაც გადატანილი აქვთ ინსულტი, ვერ ანებებს თავს თამბაქოს მოხმარებას. სწორედ ამიტომ, საჭიროა თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაცია, რათა მივცეთ ზრდასრულ მწეველებს შესაძლებლობა, შეამცირონ მათ ორგანიზმზე განხორციელებული უარყოფითი ზეგავლენა”, - აღნიშნავს უნგრელი კარდიოლოგი და ზიანის შემცირების სამედიცინო საზოგადოების პრეზიდენტი, დოქტორი შედელი.

კარდიოლოგთა ევროპულმა საზოგადოებამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც კარდიოვასკულარული დაავადებების პრევენციისაკენ არის მიმართული და ისეთი პარქტიკების იმპლემენტაციას ითვალისწინებს, როგორებიც არის: თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, პრევენცია და ზიანის შემცირება. თუმცა, კარდიოლოგების ამბობენ, რომ რისკებისა და დაავადებების მიუხედავად, მწეველთა ვერ ანებებენ თავს თამბაქოს მოხმარებას.

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს აქვს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების უკეთ მართვას, აღნიშნავს ავსტრიელი პულმონოლოგი, დოქტორი ვოლფგანგ პოპი.

“თამბაქოს ზიანის შემცირება გულისხმობს იმ მავნე, ტოქსიკური ნივთიერებების შემცირებას, რომელსაც ორგანიზმი თამბაქოს მოხმარების დროს ექვემდებარება,” - ამბობს დოქტორი ვოლფგანგ პოპი.

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის ეფექტურობის საუკეთესო მაგალითს შვედეთი წარმოადგენს, სადაც მწეველთა რაოდენობა მოსახლეობის 7%-8%-ს უტოლდება, ხოლო მოწევასთან დაკავშირებული დაავადებები, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, რეკორდულ მინიმუმამდეა შემცირებული. მკვლევარების თანახმად, დაავადებების მინიმალური რაოდენობა ქვეყანაში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის - სნუსის გავრცელებით არის განპირობებული.

“თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა არ იყენებს წვის ტექნოლოგიას, შესაბამისად, არ გამოყოფს კვამლს - მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზს. შესაბამისად , 80%-99%-ით ამცირებს კანცეროგენული ნივთიერებებისა და ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფას. რაც ნიშნავს შემცირებულ რისკს, შემცირებულ ზიანს და ტრადიციული მოწევის გაგრძელებასთან შედარებით, შესაძლო სარგებელს”, - აღნიშნავს პროფესორი პოპი.

Public Health England-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, 95%-ით ნაკლები რისკის შემცველია. 2019 წელს კი ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებს, როგორებიც არის ელექტრონული სიგარეტები და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები, აქვთ შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების პროცესში.

“თამბაქოს ზიანის შემცირება ეს არის პოლიტიკური მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს შეამსუბუქოს ზიანის შემცველი ქმედებისა და ჩვევის შედეგები. ამ კონტექსტში საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიტების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზრდასრული მწეველი, რომელიც სხვაგვარად გააგრძელებდა მოწევას, გადავა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე”, - აღნიშნავს ბულგარეთის ფარმაციის სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი, გეორგი მამეკოვი.

ნიდერლანდების საყოველთაო ჯანდაცვისა და გარემოს ნაციონალური ინსტიტუტის განცხადებით, მართალია, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ არის სრულიად უსაფრთხო, თუმცა ის ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, 10-25-ჯერ მეტად ამცირებს ორგანიზმის კანცეროგენული ნივთიერებებისადმი დაქვემდებარებას და წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესების შესაძლებლობას.

(R)