"პრეზიდენტი პრეზიდენტობით ერთობა - სალომე ზურაბიშვილი ამ თანამდებობაზე ისვენებს" - ასე ეხმაურება დეპუტატი იაგო ხვიჩია ზურაბიშვილის განცხადებებს.
ხვიჩიას შეფასებით, ზურაბიშვილმა ბრიფინგი ორ ურთიერთსაწინააღმდეგო საკითხთან დაკავშირებით გამართა.
"სალომე ზურაბიშვილის განცხადება პოლიტიკური კრიზისის დასრულებასთან დაკავშირებით ორი კომპონენტისგან შედგებოდა. პირველი იყო - შევრიგდეთ ხალხო, ტემპერატურა დავწიოთ, არ გვინდა პოლარიზაცია! მეორე - მიხეილ სააკაშვილმა არც იოცნებოს, რომ მე მას გამოვუშვებ. ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. როცა ორ ისეთ რამეს ამბობ, რაც ერთმანეთს ეწინააღმდგება, მიჩნდება განცდა, რომ ბრიფინგი იმის გამო ჩაატარა, რომ ბრიფინგები მოენატრა. მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს თუ არა, ეს სალომე ზურაბიშვილის დისკრეციაა. ჩემი საქმე არ არის, მას შეწყალებისკენ ან არშეწყალებისკენ მოვუწოდო. საბოლოოდ ის მოხდება, რაზეც "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთმანეთში მოილაპარაკებს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მან აქვე დასძინა, „თუკი სალომე ზურაბიშვილს უნდა მის მიერ გაკეთებული განცხადება ვინმემ სერიოზულად ჩათვალოს, ერთი რამ მაინც უნდა გააკეთოს ისეთი, რომელიც ადამიანებს დაამახსოვრდებათ როგორც პრეზიდენტის მიერ გაკეთებული კარგი საქმე".