ავტორი:

გელა დაიაური დაქორწინდა - ვინ არის მუსიკოსის რჩეული?

გელა დაიაური დაქორწინდა - ვინ არის მუსიკოსის რჩეული?

გელა დაიაური დაოჯახდა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილია. რამდენიმე თვის წინ პოეტი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ გადატანილი ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ, მარტოობით დაიღალა...

"ის სრულყოფილი ბედნიერება ალბათ აღარასდროს იქნება... თუმცა ცხოვრება გრძელდება. დღესაც არ ვიცი, ამ ამბავს როგორ შეხვდებიან. ადრეც ვამბობდი, რომ თუ შემხვდებოდა ადამიანი, უკან არ დავიხევდი. შემხვდა ალბათ ადამიანი, რომელთან ერთადაც გადავწყვიტე, გავაგრძელო ცხოვრება. ძალიან კარგი ადამიანია. ამ ტრაგედიის მატარებელ ადამიანს რომ დაუდგები გვერდით, ესე იგი ძლიერი უნდა იყო. სიმარტოვემ დამღალა. არასდროს მიძებნია ვინმე, ვერც ვერავინ შეცვლის თეოს, მაგრამ დამღალა მარტო ყოფნამ. არ მინდა, რომ მარტომ ვიცხოვრო... დავიღალე", - ამბობდა გელა დაიაური.

ეკა მანჩხაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ წყვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს.

"ძალიან მიხარია თქვენი ბედნიერება...“

"გელა, მინდა, რომ ბედნიერები იყოთ...“

"გელა ძიას კაცო შენ იცი რომ ყოველთვის გაფასებ და პატივს ვცემ შენ ჯიშ-ჯილაგს, ამიტომაც, მინდა, დაგლოცოთ და გისურვო ბედნიერი წლები. მიხარიხარ და მიყვარხარ როგორც ჩემი სისხლ-ხორცი. გფარავდეს ჩემი მუხის გიორგის სალოცავი, გენაცვალეთ!“

"ჩემო გოგო, მიხარია ბედნიერებს რომ გხედავთ, გამრავლდით და გაიხარეთ“

უწერენ წყვილს ფოტოების კომენტარებში ახლობლები.

2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა, ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.