წარსულიდან შემორჩენილ ნივთებს შორის, ალბათ ერთ-ერთი პირველი, თლილი ჭიქა გვახსენდება, რომელიც დღემდე ძალიან ბევრ ოჯახში მოიძებნება. მას ახლაც, როგორც საზომ ერთეულს, ისე ხმარობენ. იცოდით, რომ ამ ჭიქის შექმნიდან, 78 წელია გასული?
ლეგენდარული ჭიქის შემქმნელი, რევოლუციური რუსეთის ხელოვანთა ასოციაციის წევრი, ვერა მუხინაა. მისი ყველაზე განთქმული ნამუშევარია „მუშისა და კოლმეურნე ქალის“ უზარმაზარი ქანდაკება, სადაც ფიგურებს ცალ ხელში ნამგალი და ურო უჭირავთ, რომელთა შეერთებით საბჭოთა კავშირის სიმბოლო იქმნებოდა. 1947 წელს ეს ქანდაკება, რუსული კინოსტუდია "მოსფილმის“ სიმბოლო გახდა.
1940-იან წლებში მუხინას მხატვრული სტილი უკვე აღარ ჯდებოდა სტალინის ეპოქის სტანდარტებში და პროექტები აღარასდროს აღუმართავთ. განაგრძეთ კითხვა