დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს კოვიდსტატუსის QR კოდების აღიარება რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ.
"ჯანდაცვის სამინისტროს IT სამსახური, საგარეო და იუსტიციის სამინისტროები მუშაობენ. მე როგორც ვიცი, დაახლოებით 10 დღეში უკვე უნდა მიუერთდეს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.