ავტორი:

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის გამოყენების ნებართვა გასცეს - რა არის ცნობილი Covid-19-ის საწინააღმდეგო პირველ აბებზე

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის გამოყენების ნებართვა გასცეს - რა არის ცნობილი Covid-19-ის საწინააღმდეგო პირველ აბებზე

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა კომპანიამ აღიარა და დაუშვა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი დასალევი წამლის გამოყენება, რომელზეც უკვე თვეებია მეცნიერები დიდ იმედებს ამყარებენ და აცხადებენ, რომ კვლევის მიხედვით, ის მნიშვნელოვნად ამცირებს კორონავირუსის გართულებებს, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკს.

გამოცემა "ინდეფენდეთის“ ცნობით, დასალევი აბები, სახელად "მოლნუპირავირი" დღეში ორჯერ უნდა მიიღოს იმ ადამიანმა, რომელსაც კორონავირუსი ახალი დადასტურებული აქვს და აქვს სულ მცირე ერთი რისკ ფაქტორი მაინც დაავადების გართულების, მაგალითად, როგორიცაა: ჭარბწონიანობა, გულის დაავადებები, დიაბეტი და ა.შ. ასევე, უნდა მიიღონ 60 წელს გადაცილებულმა პაციენტებმა.

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელ სააგენტოში აცხადებენ, რომ პრეპარატი უსაფრთხო და ეფექტიანია მსუბუქი და საშუალო სირთულის კოვიდის დროს იმ პაციენტებში, რომლებიც არიან ვირუსის გართულების რისკის ქვეშ.

ბრიტანეთი არის მსოფლიოში პირველი, რომლის მარეგულირებელმაც პრეპარატის გამოყენების ნებართვა გასცა. იყო მოლოდინი, რომ მედიკამენტს პირველად აშშ-ში დაამტკიცებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.