ყველამ კარგად იცის, რომ გლდანის ციხეში არის ძალიან კონკრეტული საფრთხეები და რაც მთავარია არის ადამიანის დამცირების ინსტრუმენტი. მე ეს გამოვიარე და ვიცი, რასაც ამზადებენ იქ. იქ ამზადებენ ადამიანის დამცირებას. იქ საფრთხე რეალურია, არა თუ რეალურია, ხელშესახებია , - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ რუსთავში აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი სჭირდება.
"უნდა გვესმოდეს, ვისთან გვაქვს საქმე, ივანიშვილს სჭირდება ამ ადამიანის სიკვდილი. ეს არის მისი პირადი კომფორტის, მისი პირადი უსაფრთხოების, მისი პირადი ქონების საკითხი, ამიტომაა სიტუაცია ძალიან დრამატული.
უნდა იცოდეს ყველამ, თუ რამე მოხდება ამ ქვეყანაში, მაშინ მართლა იქნება კბილი კბილის წილ იმიტომ, რომ არავის არ შერჩება ის, რაც ჩვენ თვალწინ, ტრაგედია ხდება და თითქოს არაფერი არ ხდება, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც პილატესავით ხელებს იბანს, გვეუბნება, რომ არაფერი არ ხდება. სად გაგონილა ხალხო, ადამიანს საავადმყოფოზე ეუბნებოდნენ უარს.
ყველანი ერთად შევიკრიბოთ და ვუთხრათ ხელისუფლებას, თქვენ ამბობთ, რომ საავადმყოფოში გადაყვანა პრობლემაა იმიტომ, რომ იქ მივვარდებით და მერე იქნება „რუზრუზი“ და რაღაცა. ჩვენ საჯაროდ ვდებთ პირობას, რომ ჩვენ პოლიციასთან ერთად უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას იქ. ერთი რამეც არ მოხდება. გადაიყვანეთ ეს კაცი საავადმყოფოში, თორემ დედა გეტირებათ ყველას”, - განაცხადა გიგი უგულავამ.