ავტორი:

მკვლელობა წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში - გარდაცვლილია 33 წლის მამაკაცი

მკვლელობა წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში - გარდაცვლილია 33 წლის მამაკაცი

წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ნათესავმა მოკლა. სავარაუდოდ, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. გარდაცვლილი 33 წლის მამაკაცია.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ადგილიდან მიიმალა და ის ჯერ დაკავებული არ არის. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.