ავტორი:

როგორ დავალაგოთ სახლი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

როგორ დავალაგოთ სახლი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

სახლის დასუფთავება ერთ-ერთია იმ რუტინათაგან, რომლის შესრულებაც ადამიანს სისტემატურად უწევს. ბევრს ეს საქმე ალბათ მარტივი ეჩვენება, მაგრამ რეალურად სახლის საფუძვლიანი დასუფთავება ადვილი ნამდვილად არაა. საჭირო კი ნამდვილად არის, განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, როდესაც კოვიდ 19-თან ბრძოლის ნაწილი სისუფთავისა და ჰიგიენის სწორად დაცვაზეა დამოკიდებული. სახლის დასუფთავების პროდუქტების მწარმოებლებიც ცდილობენ, მომხმარებელს უფრო მოსახერხებელი და მეტად ეფექტური საშუალებები შესთავაზონ, რაც მათ დროისა და ენერგიის დაზოგვის საშუალებას მისცემთ, ბაქტერიებს კი სრულად გაანადგურებს.

ერთ-ერთი ასეთი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზეცაა წარმოდგენილი, არის Vileda. პრემიუმ ხარისხის ბრენდის თითოეული პროდუქტი სახლის უკეთესად და მარტივად დასუფთავებას ისახავს მიზნად. კომპანიის წარმომადგენელი თაკო ზაუტაშვილი აღნიშნავს, რომ Vileda-ს აქვს პროდუქტის განვითარების ცენტრი ამერიკაში, სადაც პროფესიონალების გუნდი მუშაობს ახალი საწმენდი საშუალებების შექმნასა და არსებული ასორტიმენტის გაუმჯობესებაზე. Vileda არის გერმანული, პრემიუმ ხარისხის ბრენდი, რომელსაც 70-წლიანი გამოცდილება აქვს სახლის დასუფთავების პროდუქტების წარმოებაში. ის ქმნის მაღალი ხარისხის, ინოვაციურ პროდუქტს, რომელიც დიასახლისს უმარტივებს სახლის დალაგების პროცესს. Vileda-ს ერთგული მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე თაკო ზაუტაშვილი დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით დასუფთავების თანამედროვე საშუალებების შესახებ.

რა გამოწვევების წინაშე აყენებს თანამედროვე დიასახლისს სახლის დალაგება?

სახლი სწორედ ის ადგილია, სადაც ადამიანი თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს. 21-ე საუკუნეში ცხოვრების აჩქარებული ტემპიდან გამომდინარე რთულია გამონახო დრო სახლის დასუფთავებისთვის. ამავდროულად, არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც დალაგება ერთგვარი დისკომფორტია. ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, იყენებდე ნივთებს, რომლებიც გაგიმარტივებს პროცესს და მოგცემს საშუალებას მცირე დროში საუკეთესო შედეგი მიიღო.

Vileda აღნიშნულ გამოწვევებს სრულად პასუხობს. მის ყველა პროდუქტში იგრძნობა გუნდის პროფესიონალური მიდგომა საქმისადმი. პროდუქციის დიზაინსა და ხარისხში გათვალისწინებულია დეტალები, რომლებიც დასუფთავების საუკეთესო გამოცდილებას ქმნიან.

პანდემიის პერიოდში სახლის დასუფთავების რომელ პროდუქტებზე გაიზარდა მოთხოვნა?

პანდემიის პერიოდში ჰიგიენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა ხელთათმანებსა და ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მარტივად უმკლავდება ბაქტერიებს. ესენია: ტილო- მიკროფიბრები და იატაკის მოპები.

Vileda-ს ახალი „ტურბო სმარტი“ იატაკიდან ბაქტერიების 99%-ს მხოლოდ წყლის საშუალებით აცილებს. როგორ ახერხებს აღნიშნულს და, ზოგადად, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

Vileda-ს იატაკის მოვლის კატეგორიაში მართლაც მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. შემოვიტანეთ ახალი საწმენდი მოწყობილობა „ტურბო სმარტი“, რომელიც ევროპაში ნომერ პირველი საწმენდი პროდუქტია გაყიდვების მიხედვით. ეს მოწყობილობა შედგება საწმენდი ჯოხისა და საწური სათლისგან, რომელშიც ტილო ირეცხება. ის ზედაპირიდან აშორებს ბაქტერიების 99%-ს მხოლოდ წყლით. ტილო - მიკროფიბრას ანტიბაქტერიულობა დატესტილია ხის და კერამიკის იატაკზე გერმანიის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში BWA LABORATORIES GBR გასულ წელს.

პროდუქტი საშუალებას იძლევა, რომ აღარ გამოვიყენოთ დამატებითი ქიმიური საშუალებები იატაკის მოსაწმენდად. ეს მეტად მნიშვნელოვანი უპირატესობაა. სჯობს ნაკლები შემხებლობა გვქონდეს ქიმიურ ნაერთებთან. ეს კი განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვისაც ოჯახში ჰყავს ბავშვი, რომელიც იატაკზე დახოხავს და თამაშობს.

ზოგადად, რა რჩევები უნდა გაითვალისწინონ დიასახლისებმა იატაკის საწმედის შეძენის დროს?

მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ საწმენდი საშუალება, რომელიც მორგებული იქნება იატაკის ზედაპირზე. ზოგიერთი იატაკი დელიკატური ზედაპირისაა. შესაბამისად, საწმენდის შეძენამდე უნდა გაარკვიოთ, რომ იატაკს კონკრეტული მოპი ნამდვილად არ დააზიანებს.

„ტურბო სმარტ“ მოწყობილობაში ირეცხება და პედალის საშუალებით იწურება ტილო, ანუ დიასახლისს არ უწევს დახრა, ხელის დასველება, ტილოს წყლის ქვეშ გარეცხვა და თავიდან მორგება. იზოგება დრო და ენერგია, რაც ძალიან მიმზიდველია ჩვენი მომხმარებლისთვის.

მოგვიყევით Vileda-ს პროდუქციაზე საინტერესო და საჭირო ფაქტები, რომლებიც შეიძლება მომხმარებლებმა არ იცოდნენ და რომლებიც მათ სახლის დასუფთავებას გაუმარტივებს

ბრენდს აქვს შემდეგი კატეგორიები: ტილოები, სახეხები, ხელთათმანები, იატაკის საწმენდები, ჯაგრისები, სარეცხის საშრობები, საუთოო მაგიდები და მათი გადასაკრავები. ბრენდი ორიენტირებულია მომხმარებლის კმაყოფილებაზე, სარგებელზე, კომფორტსა და სიმარტივეზე. მაგალითად, უნივერსალურ ტილოზე, რომელიც ყველა ოჯახში აუცილებელი ატრიბუტია, დატანილია წითელი ხაზები, რაც ხშირად მომხმარებლებს დიზაინის ნაწილი ჰგონიათ. თუმცა ეს მიკროფიბრას ხაზებია, რომლებიც ზედაპირიდან მარტივად იკრავს წვრილ ნაწილაკებს. ასევე, ფუნქციურია ჭურჭლის სარეცხი ღრუბლების გვერდის ჭრილებიც. ისინი ფრჩხილებს დაზიანებისაგან იცავს.