კომპანია "ვისოლის" მეწილის, ლევან ფხაკაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, 27 წლის ანი ფხაკაძეს, სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. მან მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ბიზნესი და მარკეტინგი - George town University-ში. ასევე სწავლობდა Bentley University-სა და ბარსელონას უნივერსიტეტში. ანის ძალიან უყვარს მოგზაურობა და 30 ათასზე მეტ გამომწერს ხშირად უზიარებს ულამაზეს კადრებს.
ამჯერად ანი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის დაინიშნა: "დიახ! ერთი სული მაქვს, როდის ვიქორწინებ შენზე“ - წერს ის. მან ნიშნობის ბეჭდის ფოტოც გააზიარა. შეყვარებულმა მას გულის ფორმის ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. გააგრძელთ კითხვა და იხილეთ ფოტოები