ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად... ეტყობა უკვე ფიზიკურადაც" - რას ამბობს ადვოკატი ექსპრეზიდენტის ციხეში მონახულების შემდეგ

"მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად... ეტყობა უკვე ფიზიკურადაც" - რას ამბობს ადვოკატი ექსპრეზიდენტის ციხეში მონახულების შემდეგ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და ენერგიის ნაკლებობას განიცდის.

როგორც მან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიუხედავად, ჯერჯერობით სააკაშვილს კომუნიკაცია და გადაადგილება შეუძლია.

"მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად, უკვე ძალიან დიდი ხანია ის შიმშილობს და ეს აისახება მის ჯანმრთელობაზე. ეტყობა უკვე ფიზიკურადაც, ენერგიის ნაკლებობას განიცდის. კომუნიკაცია და გადაადგილება ამ ეტაპზე შეუძლია, თუმცა, შესამჩნევად უფრო სუსტადაა, ვიდრე წინა შეხვედრების დროს. კონსილიუმთან დაკავშირებით ცვლილებები არ არის. მესამე პრეზიდენტი კვლავინდებურად ითხოვს, რომ შესრულდეს იმ კონსილიუმის რეკომენდაციები და მითითებები, რომელიც უკვე იყო და ასევე, ალტერნატიული კონსილიუმის დაშვებას ითხოვს“,-განაცხადა თუთბერიძემ.