რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა საველე სტუდია მოაწყო.
როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, ეს არის მისი პროტესტის ფორმა. აღნიშნული ადგილიდან ის სხვადასხვა ჩართვებს გააკეთებს. ტელეწამყვანის განმარტებით, ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ.
"დღეიდან ჩემი საველე სტუდიაც, სახლიც, ეზოც რუსთავის ციხეა. მანამდე, ვიდრე მიშას საავადმყოფოში არ გადაიყვანენ", - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.